ბლოგის შექმნის მიზანია ჩემი საქმიანობის აღრიცხვა,საწრეო მუშაობის,საკლუბო მუშაობის, სასწავლო რესურსების, პროექტების, სსსმ მოსწავლესთან მუშაობის, სტატიების, კვლევის, გაკვეთილების, საგნის სწავლებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ინფორმაციის და ა.შ. კოლეგებისთვის გაზიარება, ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა, რათა საინტერესო და პროდუქტიული გახდეს სასწავლო პროცესი.

მასწავლებლის ეთიკის კოდექსი

მასწავლებლის ეთიკის კოდექსი

 

მასწავლებლის ეთიკის კოდექსი





   თავი 1. ზოგადი დებულებები 

მუხლი 1. ცნება და მიზანი
 1. მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი (შემდგომში “ეთიკის კოდექსი”) ადგენსზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლის პროფესიული ქცევის წესებსრომლითაც ფასდებამასწავლებლის პროფესიული კომპეტენტურობის ხარისხი და რომელთა დაცვა მასწავლებელს მოსწავლეების,მშობლებისმასწავლებლებისა და სკოლაში დასაქმებული სხვა პირების მიმართ მოეთხოვება.
 2ეთიკის კოდექსის მიზანია მასწავლებლის სავალდებულო პროფესიული ქცევის ერთიანი წესებისდამკვიდრება.
3. სკოლის შინაგანაწესი უნდა ეფუძნებოდეს ეთიკის კოდექსს.
მუხლი 2. რეგულირების სფერო
ეთიკის კოდექსი ვრცელდება საქართველოს მოქალაქეუცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონემასწავლებლებსა და მაძიებლებზერომლებიც ეწევიან პედაგოგიურ საქმიანობას ზოგადსაგანმანათლებლოდაწესებულებაში.

თავი 2. ეთიკის კოდექსის სტრუქტურა
მუხლი 3. პროფესიული კომპეტენტურობა
1. მასწავლებელიპროფესიული ვალდებულების შესრულებისასდამოუკიდებელიკეთილსინდისიერი დამიუკერძოებელია.
2. პედაგოგიური საქმიანობის განხორციელებისას მასწავლებელი ხელმძღვანელობს საქართველოსკანონმდებლობითა და ეთიკის კოდექსის ნორმებით.
3. მასწავლებელი ხელს უწყობს მოსწავლეებში დემოკრატიული და პატრიოტული ღირებულებებისჩამოყალიბებას.
4. მასწავლებელითავისი პროფესიული საქმიანობისასსამართლიანობისურთიერთპატივისცემისადამიანისუფლებათა დაცვისჯანსაღი ცხოვრების წესისა და გარემოს დაცვის მაგალითს აძლევს მოსწავლეებს.
5. მასწავლებელი იცავს მოსწავლეებთანმშობლებთანმასწავლებლებსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთანდაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალობასსაქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. მასწავლებელითავისი საქმიანობისასყოველთვის პუნქტუალურია და აცვია მოწესრიგებულად.
7. მასწავლებელი მეტყველებს ეთიკური ნორმების შესაბამისადგამართული და მოსწავლეებისათვის გასაგებიენით.
8. მასწავლებელი ეფექტურად იყენებს პედაგოგიური საქმიანობისთვის განკუთვნილ დროსეროვნული სასწავლოგეგმით გათვალისწინებული სასწავლო მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად.
9. მასწავლებელი უფრთხილდება სკოლის ქონებას და მიზანმიმართულად იყენებს სკოლის რესურსებს.
10. მასწავლებელი არ იყენებს პროფესიულ ან ინსტიტუციურ პრივილეგიებს პირადი მიზნებისათვის.
11. მასწავლებელი ზრუნავს საკუთარ უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე.

მუხლი 4. მოსწავლეებთან ურთიერთობა
 1. მასწავლებელი ითავსებს მოსწავლის მრჩევლის ფუნქციას სასწავლო პროცესში წარმოქმნილი სირთულეებისგადასალახად დამოსწავლის სურვილის შემთხვევაშიეხმარება მას პირადი პრობლემების მოგვარებაში.
2. მასწავლებელი არ აყენებს მოსწავლეს სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას და არ ახდენს მასზე ემოციურ(ფსიქოლოგიურზეწოლას.
3. მასწავლებელი არ უწევს საკუთარ მოსწავლეს დამატებით ფასიან საგანმანათლებლო მომსახურებასგარდაკანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4. მასწავლებელი ინარჩუნებს სიმშვიდეს კონფლიქტურ სიტუაციებშიისმენს მოსწავლეთა აზრს და იღებსობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებებს.
5. მასწავლებელისასწავლო პროცესის განმავლობაშიზრუნავს მოსწავლის ჯანმრთელობისპირადიუსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვაზე.
6.მასწავლებელი მაგალითს აძლევს და ეხმარება მოსწავლეებს ჯანსაღი ცხოვრების წესისათვის აუცილებელიღირებულებებისა და უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში.
7. მასწავლებელიმოსწავლეებთან ურთიერთობის დროსიცავს მორალურ და ზნეობრივ ნორმებს.
8. მასწავლებელი პატივს სცემს მოსწავლეთა აზრებსუქმნის მათ ყველა პირობას იდეებისა და შეხედულებებისთავისუფლად გამოსახატად.
9. მასწავლებელი არ ეწევა მოსწავლეებთან რელიგიურ (გარდა იმ სკოლების მასწავლებლებისარომლებიცეწევიან რელიგიურ საგანმანათლებლო საქმიანობასდა პოლიტიკურ პროპაგანდას.
10. მასწავლებელი არ იყენებს მოსწავლის ფიზიკურ და ინტელექტუალურ შრომას ან პოტენციალს პირადიმიზნებისათვის.
11. მასწავლებელი იჩენს თანაბარ ყურადღებას ყველა მოსწავლის მიმართგანურჩევლად სქესისრასისენის,რელიგიისეროვნული ან სოციალური წარმოშობისქონებრივი მდგომარეობის ან სხვა ნიშნისა და ზრუნავსრომყველა მოსწავლემ მიიღოს ხარისხიანი განათლებამათი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა თუშეზღუდული შესაძლებლობის მიუხედავად.

მუხლი 5. მშობლებთან ურთიერთობა
 1. მასწავლებელი თანამშრომლობს მოსწავლის მშობელთანსაჭიროების შემთხვევაშიაწყობს მასთანინდივიდუალურ შეხვედრებს.
2. მასწავლებელი თანამშრომლობს მოსწავლის მშობელთან და თავაზიანია მასთან ურთიერთობისას.
3. ყოველი სასწავლო ტრიმესტრის დასაწყისში მასწავლებელი განმარტებებს აძლევს მშობლებს სასწავლო გეგმისადა მის მიერ არჩეული სწავლების მეთოდების შესახებ.
4. მასწავლებელიმოთხოვნისა და საჭიროების შესაბამისადმშობელს დროულად და ინდივიდუალურად აწვდისინფორმაციას მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ.
5. მასწავლებელსთუ ის კლასის დამრიგებელიააქვს ყველა მშობლის საკონტაქტო ინფორმაციარათა,საჭიროების შემთხვევაშიდროულად შეძლოს მშობელთან დაკავშირება.
6. მასწავლებელი ატყობინებს მშობელს მოსწავლის დისციპლინური დარღვევის შესახებ და ხელს უწყობს მისჩართვას სკოლის შინაგანაწესით განსაზღვრულ დისციპლინურ წარმოებაში.
7. მასწავლებელი დაუყონებლივ უზრუნველყოფს მშობლის ინფორმირებასთუ მოსწავლე არ გამოცხადდასკოლაშიან მის ჯანმრთელობას და პირად უსაფრთხოებას საშიშროება დაემუქრა.

მუხლი 6. სკოლის დირექციასთანმასწავლებლებსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან ურთიერთობა
 1.მასწავლებელი თანაბარი პატივისცემით ეპყრობა სკოლის დირექციასმასწავლებლებსა და სკოლაშიდასაქმებულ სხვა პირებსმიუხედავად მათი პროფესიული გამოცდილებისა თუ პიროვნული თავისებურებებისა.
2. მასწავლებელი უზიარებს შეძენილ ცოდნასა და გამოცდილებას კოლეგებს და თანამშრომლობს მათთან.
3. მასწავლებელი თანამშრომლობს სკოლის მანდატურთან და ითვალისწინებს მის მიერ მიწოდებულინფორმაციას.
4. მასწავლებელი თანამშრომლობს სკოლის დირექციასთან და თავისი წვლილი შეაქვს სკოლისგანვითარებისათვის დაგეგმილ ღონისძიებებში.

თავი 3. ეთიკის კოდექსის დარღვევა
  მუხლი 7. პასუხისმგებლობა ეთიკის კოდექსის დარღვევაზე
 მასწავლებლის მიერ ეთიკის კოდექსის უხეში ან სისტემატური დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობასსაქართველოს კანონმდებლობისა და მასწავლებელთან დადებული შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად.

No comments: